Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ზე ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ წელს აღნიშნული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, რის გამოც მას წლევანდელ ასპარეზზე ქულების დასაცავად მოუწევს ბრძოლა. ნიკას მეტოქე პირველ რაუნდში გვიდო პელა გახლდათ, რომელსაც 2-სეტში, ანგარიშით - 6:4, 7:6 (3), საკმაოდ დამაჯერებლად გაუმკლავდა. მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დუშან ლაიოვიჩსა და სტეფანოს ციციპასის წყვილის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, პეკინის ტურნირი 500-ქულიანია, ტურნირის დაცვის შემთხვევაში ნიკოლოზს რეიტინგში ქულების მხრივ დანამატი არ ექნება.  

სხვა სტატიები