Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ტიტულის დასაცავად ასპარეზობდა. მან პირველ რაუნდში გვიდო პელას ბარიერი დამაჯერებლად გადალახა, თუმცა მეორე ეტაპზე მისი მეტოქე სტეფანოს ციციპასი გახლდათ. ნიკამ ბერძენ ჩოგბურთელს პირველი სეტი მოიგო, თუმცა მომდევნო ორი სეტი ციციპასის აქტივში ჩაიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს მოპოვებული 500 ქულის დაცვა ნიკამ ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, 2018 წელს პეკინის 500-ქულიანი ტურნირი ბასილაშვილმა მოიგო, შესაბამისად ქულების შესანარჩუნებლად მას ტიტულის დაცვა მართებდა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ მოახერხა. მომდევნო კვირიდან ნიკა რეიტინგში ოცეულს მიღმა იქნება.

სხვა სტატიები