Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო!

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკოლოზი მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის პირველ ეტაპზე ესპანელ ოპონენტს, რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბედნიეროდ ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებითაც დასრულდა, რომელმაც მეტოქე 2 სეტში, ანგარიშით 6:3; 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ლორენცო სონეგოსა (26) და ტარო დანიელს (110) შორის გამარჯვებული იქნება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები