Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველმა და მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, 2022 წლის დიდი სლემის ტურნირი - უიმბლდონი, გამარჯვებით გახსნა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა დრამატულ 5 სეტიან ბრძოლაში, ვეტერანი ჩეხი - ლუკას როსოლი 6:7; 7:6; 3:6; 6:3; 6:4 დაამარცხა და 1/32-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი - კვენტინ ჰალისი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 82-ე ნომერია. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩეხ სპორტსმენთან პირად ურთიერთშეხვედრებში სტატისტიკა გაიუმჯობესა. აქამდე ისინი 2-ჯერ იყვნენ შეხვედრილები, სადაც ერთხელ გამარჯვება ქართველს, მეორედ კი ჩეხ ჩოგბურთელს დარჩა. ქართულ-ფრანგული დაპირისპირება 29 ივნისს შედგება.

სხვა სტატიები