ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე პირველ რაუნდში დრამატული მატჩი მოიგო!

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდ ბრიტანეთში დიდი სლემის ტურნირზე – უიმბლდონზე ასპარეზობს.

ქართველის პირველი მეტოქე ბრიტანელი რეიტინგის 205-ე საფეხურზე მყოფი ჯეიმს უარდი გახლდათ, რომელთანაც ნიკამ დრამატული 5-სეტიანი დაპირისპირება გამართა.

საწყისი ორი სეტის წაგების შემდეგ ნიკამ საკუთარ თავში გამონახა ძალა, რომელმაც მას მიჯრით 3-სეტის მოგება შეაძლებინა, რითაც მან მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ამ გამარჯვებით ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შემდეგ ეტაპზე კი დანიელ ევანსს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიოს 61-ე ჩოგანია.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს მომდევნო შეხვედრებში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე პირველ რაუნდში დრამატული მატჩი მოიგო!

სტატიის ავტორი
-