Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილს როტერდამის პირველ რაუნდში რთული მეტოქე ეყოლება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 11 თებერვალს ჰოლანდიაში, როტერდამის 500-ქულიანი ტურნირი აიღებს სათავეს. საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე სათამაშო დღეს ჩაერთვება ასპარეზში. ნიკას მეტოქე საკმაოდ ძლიერი 22 წლის კორეელი ჰეიონ ჩუნგი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 52-ე ნომერია, რაც მისი მცირე ჩავარდნითაა გამოწვეული. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-20 პოზიციაზეა გამწესებული, როტერდამის ტურნირზე იგი მე-9 ნომრადაა წარდგენილი. ბასილაშვილისა და ჩუნგის შეხვედრა 12 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები