Belive

ოლიმპიადა - ტოკიო 2020 | ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა ფინალამდე

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ გაერთიანდებიან. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად ტარდება 2021 წელს. საქართველოს ტოკიოში 35 ლიცენზიანტი ეყოლება, საიდანაც ერთ-ერთი ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება. ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ერთეულთა თანრიგში იასპარეზებს – მიუხედავად იმისა, რომ განახლებული საჩოგბურთო რეიტინგის მიხედვით ქართველი რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა და ამჟამად 42-ე ნომერი, ის ტოკიოში მე-15 ნომრად იქნება განთესილი. გთავაზობთ ნიკოლოზ ბასილაშვილის შესაძლო გზას ფინალამდე:
  1. რობერტო კარბალეს ბაენა - 1/32-ფინალი
  2. ლორენცო სონეგო - 1/16-ფინალი
  3. ალექსანდრ ზვერევი - 1/8-ფინალი
  4. ასლან კარაცევი ან ჰუბერტ ჰურკაჩი - 1/4-ფინალი 
  5. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 1/2-ფინალი
  6. დანილ მედვედევი - ფინალი

ამრიგად, ცალსახაა, რომ ბასილაშვილს ოლიმპიადაზე ურთულესი გზა აქვს წინ, თუმცა არაერთხელ გვინახავს ქართველი ჩოგბურთელის მიერ მოხდენილი სენსაცია.

სხვა სტატიები