Belive

ოლიმპიადა | ვინ იასპარეზებს 7 აგვისტოს საქართველოს სახელით

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. 7 აგვისტოს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს: გოგიტა არქანია (კარატე) და ელიზბარ ოდიკაძე (ჭიდაობა). კარატისტი გოგიტა არქანია მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, რომელიც კუმიტე - მინუს 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. რაც შეეხება ელიზბარ ოდიკაძეს, ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, რეპეშაჟში იჭიდავებს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს!

სხვა სტატიები