Belive

ოლიმპიური რეიტინგი ცნობილია - ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური რეიტინგი გამოაქვეყნა.  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება 17-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა. მათგან 16 უდიდეს სპორტულ ფორუმზე პირდაპირი ლიცენზიით მოხვდა, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა კი ადგილი კონტინენტური კვოტით მიიღო.

ლიცენზირებული ძიუდოისტები: -60 - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი, -66 ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი -73 ლაშა შავდათუაშვილი -81 ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე -90 ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი -100 ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე +100 გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი -52 ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, -57 ეთერ ლიპარტელიანი ძიუდო ტოკიოს ოლიმპიადაზე 24 ივლისს აიღებს სტარტს და 31-ში დასრულდება.

სხვა სტატიები