Belive

ონისე ბუღაძემ დიუსელდორფის გრანდ სლემი გამარჯვებით დაიწყო!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 24 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემის ბოლო დღემ დიუსელდორფში. დღეს, იასპარეზებენ -90,-100 და +100 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -90 კილოგრამში საქართველოს სახელით ავთანდილ ჭრიკიშვილი ასპარეზობს, ხოლო -100  კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური ასპარეზობენ, ასევე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე იცავენ. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე ბუღაძე პირველი ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ყირგიზი - იური კრაკოცევკი იყო.  ქართველმა ფალავანმა მეტოქე დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. ონისეს მეტოქე იაპონელი – ჰისაიოში ჰარასავა იქნება.

სხვა სტატიები