Belive

ოფიციალურად: ჩაკვეტაძე გენტში 2022 წლამდე რჩება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური "გენტის" 19 წლის შემტევმა - გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.  Live.Ge ბელგიურ კლუბს დაუკავშირდა და კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დააზუსტა. როგორც "გენტის" წარმომადგენლებმა მოგვახსენეს, რამდენიმე საათის წინ ქართველმა შემტევმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს და იგი კლუბში 2022 წლამდე დარჩება. გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ქართველი შემტევი ბელგიურ კლუბს 2017 წლის 30 აგვისტოს შეუერთდა და მან დღემდე "გენტის" შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები