Belive

ოფიციალურად: გია გრიგალავა რუსულ გუნდში ითამაშებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

7 თვიანი პაუზის შემდეგ გია გრიგალავა რუსეთის პრემიერ ლიგაში ბრუნდება - ქართველი მცველი "ხიმკის" ოფიციალურად შეუერთდა. 32 წლის ფეხბურთელი ბოლოს ტულას "არსენალში" თამაშობდა. ივლისში გიას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი იყო. როგორც ცნობილია, გრიგალავამ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. "ხიმკი" რუსეთის ჩემპიონატში ბოლო, მე-16 ადგილს იკავებს. გრიგალავას გუნდს გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 5 ქულა სჭირდება. გია გრიგალავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს მან "ჯვაროსნების" რიგებში 2020 წელს, ესტონეთთან თბილისურ მატჩში (0:0) ითამაშა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Футбольный клуб «Химки» (@fckhimki)