Belive

ოფიციალურად: ლაშა ჯაიანი უოსპსში ითამაშებს

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბორჯღალოსანი მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი ინგლისში დაბრუნდება და კარიერას პრემიერშიფის "უოსპსში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ბზიკების" ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

"ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდს შევუერთდი. მსგავსი შესაძლებლობის მიღება ჩემთვის პატივია. "უოსპსის" რიგებში თამაში დამეხმარება, რომ პროფესიონალურ კარიერაში წინ დიდი ნაბიჯი გადავდგა," - განაცხადა ჯაიანმა ინგლისელთა ოფიციალურ გვერდთან საუბარში. როგორც ცნობილია, კლუბსა და მოთამაშეს შორის ერთწლიანი, 6+6-ის პრინციპის კონტრაქტი გაფორმდა.

წყარო: Rugby.ge

სხვა სტატიები