Belive

ოფიციალურად: მომდევნო კვირიდან ბასილაშვილი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელზე იქნება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მე-20 საფეხურზეა. LIVE რეიტინგში ამჟამად ნიკოლოზი მე-19 საფეხურზეა, რომელსაც იგი აუცილებლად შეინარჩუნებს, ვინაიდან ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელსაც მისი გადასწრების შანსი ჰქონდა არგენტინელი დიეგო შვარცმანი გახლდათ, თუმცა მან გასულ წელს მოგებული რიო დე ჟანეიროს 500-ქულიანი ტურნირის ქულები ვერ დაიცვა და დაქვეითდა. ამ ეტაპისთვის ნიკას მე-19 ნომრობა ოფიციალური არ არის, თუმცა მომდევნო კვირიდან იგი მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომრად იქნება განთესილი. 24 თებერვლიდან ნიკა საკუთარ ძალებს დუბაიში გამოცდის.

სხვა სტატიები