Belive

ოფიციალურად: ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის მოხვდა

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ოფიციალურად გახდა მსოფლიოს მეოცე ჩოგანი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკა ბასილაშვილი გახდა პირველი ქართველი მამაკაცი ჩოგბურთელი რომელიც ტოპ 20 მოთამაშეში შევიდა. ახლა, ნიკას რეიტინგში 1820 ქულა აქვს და მხოლოდ 60 სარეიტინგო ქულით ჩამორჩება მე-19-ზე მყოფ არგენტინელ დიეგო შვარცმანს. ქართველი ჩოგბურთელი 14 იანვრიდან ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება. კენჭისყრა 10 იანვარს გაიმართება და ცნობილი გახდება თუ ვისთან ჩაატარებს ნიკა პირველ შეხვედრას. რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის პირველ ათეულს, იქ არც ერთი გადანაცვლება არ მომხდარა: ATP. TOP10 1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) – 9 135 2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 7 480 3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 6 420 4(4). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 6 385 5(5). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 5 300 6(6). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 4 810 7(7). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 160 8(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) -4 095 9(9). კეი ნიშიკორი (იაპ) – 3 750 10(10). ჯონ ისნერი (აშშ) – 3 155

სხვა სტატიები