Belive

"ოქროს ბაბუები" - IJF - ს სტატია ლაშა შავდათუაშვილსა და ტედი რინერზე

2 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
"გამოცდილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ, როდესაც ამას ლაშა შავდათუაშვილისა და ტედი რინერის სახე აქვს, ნორმალურია, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტი ცოტათი გაღიზიანებული და საკმაოდ შეშინებული იყოს," - ასე იწყება iJF-ის სტატია ძიუდოს ფრანგი და ქართველი ლეგენდების შესახებ.
taddy1
"ეს ფრაზა პოპულარული 80-იან წლებში გახდა: "90 წუთი სანტიაგო ბერნაბეუზე ძალიან გრძელია". ასევე 4 წუთიანი დაპირისპირება ტედი რინერთან შეიძლება მარადისობად გამოიყურებოდეს. პირველი თვალით კონტაქტი ფრანგთან ოპონენტებისთვის ხშირად საშინელია. ორ მეტრზე დიდი, 130 კილოგრამი და გაცილებით უფრო დიდი რეზიუმე... ტედი რინერი მონაწილეობას მიიღებს თავის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე, მას აქვს ყველასათვის ხელმიუწვდომი მისია: ზედიზედ მესამე ოქროს მედალი ოლიმპიადაზე. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტედის დასამარცხებლად არაერთი სტრატეგია შემუშავდა, თუმცა მხოლოდ ორმა გაამართლა. მას აქვს ორი მარცხი 10 წელში. რინერმა რიოში 2012 წელს მოპოვებული ოქროს მედალი დაიცვა და ხანგრძლივ არდადეგებზე გავიდა. ტოკიოს ოლიმპიადაზე მძიმეწონოსნები იმაზე ინერვიულებენ, რომ რინერი განთესილი არაა. ტედის ეს არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ ლიცენზიის მოპოვება სურდა, თუმცა დანარჩენები, განსაკუთრებით კი მსოფლიო რეიტინგის ლიდერები ბედნიერები არ არიან. ეს გასაგებიცაა - წარმოიდგინეთ, იბრძვი 5 წლის განმავლობაში, რათა იყო პირველებს შორის და მოიპოვო კარგი ბადე. ეს კი შესაძლებლობას მოგცემს, რომ ოლიმპიადის პირველ შეხვედრებს მშვიდად შეხვდე, საბოლოოდ კი, რინერთან საუზმე პირველივე წრეში გიწევს. ეს გემრიელი არ იქნება... ასე რომ, წილისყრა მძიმე წონაში განსაზღვრავს ფავორიტების ბედს. სხვები, ვინც ფრანგს აიცილებენ, შვებით ამოისუნთქავენ. ადრე თუ გვიან, მასთან დაპირისპირება აუცილებელი გახდება, რადგან შეუძლებელია იყო ოლიმპიური ჩემპიონი, საუკეთესოთა დამარცხების გარეშე.
არის კიდევ ერთი ძიუდოისტი, რომელიც ასევე ჩემპიონია ხანგრძლივ რბოლაში. ერთია მონაწილეობა მიიღო ზედიზედ მესამე ან მეოთხე ოლიმპიადაზეა, მაგრამ სხვაა, როდესაც ამას ფავორიტის სტატუსით აკეთებ. ლაშა შავდათუაშვილი რინერს 2012 წლიდან იცნობს. არ ვიცით, გაცვალეს თუ არა სიტყვები მაშინ ძიუდოისტებმა, მაგრამ ლონდონში ოლიმპიადაზე ოქროს მედალს ქართველიც დაეუფლა. ივნისში მსოფლიო ჩემპიონატზე შავდათუაშვილმა თავისი კარიერის უკანასკნელი ყველაზე მთავარი ტიტული მოიგო, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი გახდა. შესაძლოა, მას უფრო რთული მისია აქვს, რადგან -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონო შოჰეი 5 წლის განმავლობაში დომინირებდა. იაპონელი სპორტსმენი ყველას აღაფრთოვანებს, ის ძიუდოს ნამდვილი შთამომავალია, რომელიც ბრძოლას საუკუნეა არ აგებს. რინერის მსგავსად ონოც რუკიდან 2020 წლის მარტის შემდეგ გაქრა. განთესილი არც შოჰეი იქნება, მაგრამ ამ წონაში ლაშა შავდათუაშვილის ბოლოდროინდელი წარმატების გამო, გაცილებით უფრო მეტი ნერვიულობა იქნება. ქართველი განთესილებს შორის მეორე იქნება და დავინახეთ, რომ ლაშა კარგად მოემზადა. ხალხმა ასევე იცის, რომ შავდათუაშვილი ოლიმპიადის მოგებაში გათვიცნობიერებულია.
რინერმა იცის, რომ მას ყველა ელოდება, ხოლო ლაშას ესმის, რომ ნებისმიერი ფერის მედლის მოგება შესაძლებელია. ისინი ლონდონის 2012 წლის ერთადერთი გადარჩენილი გამარჯვებულები არიან. ორი ოქროს ბაბუა, რომლებსაც მიზნის მისაღწევად საჭირო გამოცდილება აქვთ. ყველა ამ მიზეზის გამო, გამოცდილებას პატივი უნდა ვცეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ლაშასა და ტედის სახე აქვს," - წერია IJF-ის სტატიაში.

სხვა სტატიები