Belive

პაატა გურასპაული - საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში შენგელია დაეხმარება

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად იყო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, რომელმაც მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ ნოემბრის „ბაბლში“ ჩვენს გუნდს თორნიკე შენგელია დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის კლუბები კალათბურთელებს შუა სეზონისას ნაკრებებში არ უშვებენ. თორნიკე შენგელიას შემთხვევაში კი კონტრაქტში გათვალისწინებული იყო ნაკრების ინტერესები. „თორნიკე შენგელიას 26 ნოემბერს მადრიდის „რეალთან“ უწევს თამაში, რომლის დასრულების შემდეგაც იგი ფინეთში გამოემგზავრება და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. მას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებილი შეზღუდვების გამო ფინეთამდე რთული გზის გავლა მოუწევს, თუმცა აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის უპირველესია საქართველოს ნაკრები. ასე რომ, დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ თორნიკე ფინეთში შემოგვიერთდება.“

სხვა სტატიები