Belive

პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან სტარტს აიღებს 2018 წლის უკანასკნელი მასტერსი საჩოგბურთო სამყაროში - პარიზის მასტერსი, სადაც იასპარეზებს საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ნიკა ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს, მისი პირველი მეტოქე კი მსოფლიო რეიტინგის 36-ე ნომერი ავსტრალიელი ჯონ მილმანი იქნება. სპეციალისტების აზრით, შეხვედრის ფავორიტად ქართველი ჩოგბურთელი მიიჩნევა. ბასილაშვილსა და მილმანს შორის აქამდე გამართულ 2 შეხვედრაში მოთამაშეებს ერთმანეთის პირისპირ თითო გამარჯვება აქვთ აქტივში. მილმანი, ისევე როგორც ნიკა, კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, მან წელს როჯერ ფედერერის დამარცხება მოახერხა. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი გადალახავს ავსტრალიურ ბარიერს, მისი მომდევნო მეტოქე კევინ ანდერსონი იქნება, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს ვენის 500-ქულიანი ტურნირის ფინალს გამართავს, სადაც იგი იაპონელ კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები