Belive

პარიზის ოლიმპიადიდან შესაძლოა ძალოსნობა ამოიღონ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძალოსნობას პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან მოხსნა ემუქრება. დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) მორიგ სესიაზე მიიღეს დებულება, რომლის თანახმადაც, ოლიმპიადიდან სპორტის სახეობის ამოღება ნებისმიერ დროს, შეთანხმების გარეშე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძლოა, სწორედ ძალოსნობის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. სოკ-ს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან. ამის მიზეზი სპორტსმენების მიერ დოპინგის ძალიან გახშირებული მიღებაა. აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია ვერ გადაიჭრა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის გამო სომხეთის ძალოსნობის ნაკრებს მხოლოდ 2 წარმომადგენლის გაშვება შეეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, ძალოსნობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადიდან ამოღების მიუხედავად, შესაძლოა, ლოს ანჯელესში (2028) ისევ დაბრუნდეს.

სხვა სტატიები