Belive

ქართული ფინალი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე: კირაკოზაშვილი Vs ახალკაცი

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, სტარტი აიღო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე დღემ უნგრეთის ქალათ გიორში. სადაც, საქართველოს სახელით -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდნენ. თამაზ კირაკოზაშვილმა 1/2 ფინალში ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიჯმენი გოლდენ სქორში დაამადარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, მან ბრიტანელი სტიუვარდ მაკვორდი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში კირაკოზაშვილი და ახალკაცი ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები