Belive

ქართველების შემადგენლობა ჰოჰოტის გრან პრიზზე და მათი მეტოქეები

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
24 მაისს, ჩინეთის ქალაქ - ჰოჰოტში სტარტს აიღებს ჰოჰოტის გრან პრი, სადაც საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი წარსდგება. ესენი არიან: ვალერი იაშვილი, კობა მჭედლიშვილი, ტატო გრიგალაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი და ლევან მატიაშვილი.   ქართველი ძიუდოისტები საქმეში მეორე საშეჯიბრო დღიდან ჩაერთვებიან, რადგან პირველ საშეჯიბრო დღეს მხოლოდ -60 და -66 კილოგრამი წონით კატეგორიები იასპარეზებენ, სადაც საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავს.

-73 კგ

მეორე საშეჯიბრო დღეს -73 და -81 კილოგრამ წონით კატეგორიები წარსდგებიან. -73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველს ნაკრების ღირსებას ვალერი იაშვილი დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და ეგვიპტელი ძიუდოისტის - მოჰამედ მოჰელდინის დამარცხებას შეეცდება. გამარჯვების შემთხვევაში ვალერი იაშვილის მეტოქე შვედი ტომი მაციასი იქნება, რომელიც ამ წონის პირველ ნომრად არის განთესილი.

-81 კგ

-83 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას: კობა მჭედლიშვილი და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ. ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობას პირველი ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ფრანგი - ნიკოლას ჩილარდი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ტატო გრიგალაშვილს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი,  ირანელი - საიდ მოლაეის დაუპირისპირდება. რაც შეეხება კობა მჭედლიშვილს, ტატო გრიგალაშვილის მსგავსად კობაც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ბერძენი - ალექსიოს ნტანაციდისი იქნება. მჭედლიშვილი მოგების შემთვევაში ისლანდიელ იურასა და ჩინელი ნაის წყვილში მოგებულს დაელოდება.

-90 კგ

ჰოჰოტის გრან პრის დასკვნით დღეს -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები იასპარეზებენ, სადაც საქართველოს ნაკრებს 3 მებრძოლი ჰყავს: უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მატიაშვილი. -90 კილოგრამ წონით კატეგორიას გიორგი პაპუნაშვილი გახსნის, რომელიც ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ქართველი ფალავანის მეტოქე რუს რომან დონცოვსა და ამერიკელ კოლტონ ბრაუნს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება უშანგი მარგიანს, მარგიანიც პაპუნაშვილის მსგავსად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსსა და ჩინელ  რიგედ ბუს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

მძიმე წონაში ქართველთა ღირსებას - 2019 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებული - ლევან მატიაშვილი დაიცავს. ჩვენებური საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე რუს ანტონ ბრაჩევსა და ჩინელ იონგჯი იენს შორის გამარჯვებული იქნება. ბრძოლები საქართველოს დროით 08:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 13:00 საათზე აიღებს სტარტს. Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.    

სხვა სტატიები