Belive

ქართველი მოკრივეების სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. 52 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ნოდარ დარბაიძე გახდა. 56 კგ. წონაში არტიუშ გორციანმაც ბრინჯაოს მედალი მოიგო. რაც შეეხება 49 კგ.წონით კატეგორიას, სახილ ალახვედროვმა ვერცხილს მედლის მოპოვება შეძლო. ალახვერდოვი ტურნირზე ტრავმირებული წავიდა. მას ხელის ტკივილი აწუხებდა, თუმცა ამის მიუხედავად ფინალამდე მივიდა. ფინალში კი ექიმებმა მას ასპარეზობის უფლება არ მისცეს და ვერცხლს დასჯერდა. სპორტსმენები სამშობლოში დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ.

სხვა სტატიები