Belive

ქართველმა ძიუდოისტებმა ანტალიის გრან პრიზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. 1 ოქროს, 2 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედლით საქართველოს თურქეთში ვერავინ აჯობა. ტურნირის ბოლო დღეს გიორგი პაპუნაშვილმა (-90) და ლევან მატიაშვილმა (+100) ვერცხლის, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (-90) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. რაც შეეხება ოქროს მედალს, საქართველოს ის ლუკა მაისურაძემ (-81) მოუტანა, მე-2 ბრინჯაოს მედალი კი 66 წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა მოიგო.

სხვა სტატიები