Belive

ყველაფერი დევების ბაშოს შესახებ

5 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
29 დეკემბერს ხარაგაულში სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ. ტურნირისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ორგანიზატორები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მერიის წარმომადგენელი ახალგაზრდები გახლდნენ. რაც შეეხება მედია პარტნიორს, რა თქმა უნდა, Live.Ge გახლდათ. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, "დევების ბაშოს" ჩასატარებელ ლოკაციად, დაბა ხარაგაულში მდებარე დევების მონუმენტის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ კი ჩხერიმელას სანაპირო შეირჩა - რაც შესანიშნავი სილამაზის გარემოთი იყო განპირობებული. დოჰიოს შენება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
  ტურნირი 16 მონაწილით დაკომპლექტდა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. ქართველი დევები და ტურნირის ორგანიზატორები მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სამოყვარულო ჩემპიონატი ყოველმხრივ მიმსგავსებული ყოფილიყო პროფესიონალურ სუმოსთან - იქნებოდა ეს მისალმება, ტაჩიაი, მონოი, გიოჯი, დოჰიო თუ კენშო - დევების ბაშოს თითოეული ნიუანსი ამშვენებდა.  
    Live.Ge-ს მიერ დაწესებული კენშოები ასე გამოიყურება: ნახევარფინალისტებს - 100 ლარიანი კენშო ფინალისტებს - 150 ლარიანი კენშო გამარჯვებულს - 300 ლარიანი კენშო  
  ტურნირს ძალიან ძლიერი მონოი ჰყავდა, რომელიც 3 ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული. "შიმპანების" დახმარება რამოდენიმე შეხვედრის გამარჯვებულის გამოსავლენად დაგვჭირდა, ასევე ისინი რიგ შემთხვევებში მონაწილეების მიმართ საკმაოდ მკაცრებიც გახლდნენ, დაფიქსირდა რამდენიმე მატა (არასწორი საწყისი შეჯახება):
  დევების ბაშო საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, იყო უამრავი სანახაობრივი ორთაბრძოლა, იყო მცირე ტრავმებიც, თუმცა საბოლოოდ ტურნირი ერთი სიტყვით - ბრწყინვალედ შეიძლება, რომ შეფასდეს. ასევე აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ლოკაციიდან გამომდინარე Live.Ge-ს კოლექტივმა "ფაქტობრივად უინტერნეტო ადგილიდან" შეძლებისდაგვარად უხარვეზოდ გადმოსცა პირდაპირი რეპორტაჟი.
  "დევების ბაშო" ზაფხულშიც ჩატარდა, სადაც გამარჯვებული ლადო არევაძე გახლდათ, მან ამ შემთხვევაშიც მოახერხა წარმატების მიღწევა და დამსახურებული მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
საფინალო შეხვედრაში ექს ჩემპიონი ლადოს მეტოქე ბრწყინვალე მებრძოლი - ზურა აქუბარდია იყო, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა. 24 წლის ზურა აქუბარდიამ "დევების ბაშო" დაუმარცხებლად ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ღირსეული გამარჯვებულია!
ტურნირის საბოლოო საპრიზო ფონდი ასეთი გახლდათ:  1 ადგილი ზურა აქუბარდია - 1050 ლარი  2 ადგილი ლადო არევაძე - 550 ლარი  ნახევარფინალისტები - 100 ლარი    Live.Ge ყველანაირ მსგავს ღონისძიებას მიესალმება და მაქსიმალურად შეეცდება, გვერდში დაუდგეს და გაუწიოს მედია პარტნიორობა.      

სხვა სტატიები