Belive

ქუთათელაძე: "ის უღირსი ადამიანია და ფიქრობს, რომ ტვიტერის პოსტის წაშლით სიტყვები უკან მიაქვს"

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
გურამ ქუთათელაძემ მასსა და ბრიტანელ მებრძოლ პედი პიმბლეტს შორის არსებულ კონფლიქტზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველმა UFC-ის ახალწვეული სოციალური ქსელით გამოიწვია, საპასუხოდ კი მისგან შეურაცხყოფა მიიღო. გარდა ამისა, ბრიტანელმა ქართველებს ყალბი რუსები უწოდა და თქვა, რომ რუსების მიერ ქართველების ტერორი არ უკვირს. ქუთათელაძე წერს, რომ პედი პილბლეტი უღირსი ადამიანია, ის კი ზედმეტ ყურადღებას არ იმსახურებს.
"გთხოვთ, დაანებეთ ამ არსებას თავი, ნუ გაკიცხავთ და შეურაცხყოფთ მას, მის ქვეყანასა და ხალხს. ის მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, შეუფერებელი სიტყვები გამოიყენა და ამისთვის მოიბოდიშა. ის უბრალოდ გაუნათლებელი, არაცივილური და უღირსი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ ტვიტერის პოსტის წაშლით, სიტყვები უკან მიაქვს და პასუხისმგებლობის აღება საჭირო აღარ არის. მე ან ჩემი ქართველი მებრძოლი ძმები თუ არა, ცხოვრება მას მაინც პასუხს აგებინებს. ღმერთი ყველაფერს ხედავს და სამართლიანია. P.S. ამასობაში გამოჩნდა ნამდვილი მოწინააღმდეგე," - წერს გურამი.

Please, let the kid be @paddythebaddy . And do not curse towards him or insult him, his country or his people. He...Posted by Guram Kutateladze on პარასკევი, 02 აპრილი, 2021

სხვა სტატიები