Belive

რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix-ის საქმეზე? | იურისტი

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
იურისტის, რუსუდან მაისურაძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,, ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix საქმეზე სასამართლო პროცესი მომავალი წლის 24 იანვარსაა ჩანიშნული „თუ ვინმეს გაინტერესებთ რა ხდება ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix საქმეზე, „ნეტფლიქსმა“ გამოხატვის თავისუფლების დაცვა გამოიყენა და კალიფორნიის SLAPP (strategic lawsuit against people’s participation) სამ. აქტის საფუძველზე დააყენა წერილობითი შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს ორივე მხარისგან გარკვეული დოკუმენტები (ჩვენებები) წარედგინა. ამერიკელი ადვოკატები BLB გუნდთან ერთად შესაგებელზე მუშაობენ. ჩვენ საქმის ფაქტობრივი გარემოებები თავისი მტკიცებულებებით უკვე დიდი ხანია გადავუგზავნეთ. დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მის პრეზიდენტს გია გიორგაძეს, დავით გურგენიძეს დეტალური ინფორმაციის მოწოდების და ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის. ყველაფერი მზადაა. პროცესი, ამ ეტაპზე 24 იანვარს არის ჩანიშნული. ჯერ არ არის ცნობილი ონლაინგაიმართება თუ ტრადიციული ფორმით. ჩვენ ვაპირებთ დავესწროთ პროცესს თუ ის ტრადიციული ფორმით გაიმართება. როგორც გვარწმუნებენ, საკმაოდ ძლიერი სამართლებრივი საფუძვლები გვაქვს. დაველოდოთ... ნებისმიერ მნიშვნელოვან სიახლეს გაცნობებთ," - წერს რუსუდან მაისურაძე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად ლეგენდარული მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს მას საჭადრაკო პარტიები 60-მდე კაცთან ჰქონდა ჩატარებული. ნონა გაფრინდაშვილი ღირსების დაკნინებისთვის Netflix-სგან 5 მლნ დოლარს ითხოვს

სხვა სტატიები