Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ნახევარფინალში გასვლით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აღნიშნული სტატუსის დასაცავად ღირსეულად ასპარეზობს, ის ტურნირის პირველი ნახევარფინალისტია, მისი მეტოქე კი ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩის შეხვედრაში გამოვლინდება. მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გასვლით 180 სარეიტინგო ქულა უკვე დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის მომდევნო ეტაპზე ვეღარ გავა 500-ის მაგივრად მას რეიტინგში 320 ქულა ჩამოაკლდება. ნახევარფინალში გასვლისათვის ბასილაშვილი 89 925 ევროს მიიღებს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები