Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის პირველი რაუნდის გადალახვით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის ტრიუმფატორია, რის გამოც მას 2019 წლის მიმდინარე ჰამბურგის ტურნირზე უდიდესი ბარიერის გადალახვა მოუწევს, რათა ტურნირის დაცვა მოახერხოს. ქართველმა პირველი რაუნდი წარმატებით, ორ სეტში გადალახა. მისი მეტოქე ბოლივიელი ჩოგბურთელი უგო დელიენი გახლდათ, რომელთანაც საკმაოდ დამაჯერებელი ასპარეზობით მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ნიკამ ამ გამარჯვებით ამ ეტაპისათვის 45 ქულის დაცვა მოახერხა და 23 620 ევრო გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ ნიკა ჰამბურგის ტურნირზე დამატებით ქულებს ვერ გამოიმუშავებს, ვინაიდან გასულ წელს მან აღნიშნულ ტურნირზე გამარჯვების გამო 500 ქულა მოიპოვა, წელს კი აღნიშნული ქულების დაცვა მოუწევს, შესაბამისად პირველი რაუნდის დაძლევის შედეგად მან 45 ქულა დაიცვა, წინ დიდი გზაა, დარჩენილია 455 "დასაცავი" ქულა.

სხვა სტატიები