Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 2 რაუნდის დაძლევით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ასპარეზობს. პირველ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი რადუ ალბოტს, მეორე ეტაპზე კი ბენუა პერის გაუმკლავდა. ნიკამ შანხაის მესამე რაუნდში გასვლით 92 175 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება სარეიტინგო ქულებს, გასულ წელს ნიკამ შანხაიში 45 ქულა მოიპოვა, წელს კი უკვე 90, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რეიტინგში ამ ეტაპზე 45 ქულა დაემატა. Live რეიტინგში ბასილაშვილი 2 საფეხურით წინაა წაწეული და ამ ეტაპზე 24-ე პოზიციაზეა.

სხვა სტატიები