Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა მარიამ ბოლქვაძემ US OPEN-ის მეორე ეტაპზე გასვლით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მარიამ ბოლქვაძე საქართველოს სახელით მოასპარეზე 21 წლის ჩოგბურთელია, რომელმაც შესანიშნავი ასპარეზობით ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვედრა მოახერხა - ამისათვის მას 3 საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოუწია. მარიამის მეტოქე ძირითად ბადეში ამერიკელი ბერნარდა პერა გახლდათ, რომელსაც დრამატულ 3-სეტიან დაპირისპირებაში მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა. მარიამმა ამ გამარჯვებით 100 000 ამერიკული დოლარი (საკვალიფიკაციო ეტაპის გასამრჯელოს გარეშე) და 105 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ამ შედეგით ის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელზე ავიდა - ამჟამად ბოლქვაძე Live რეიტინგში 398 სარეიტინგო ქულით მსოფლიოს 151-ე პოზიციაზეა, თუმცა ეს მაჩვენებელი არაოფიციალურია, ქართველის ოფიციალური რეიტინგი ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მომდევნო ეტაპზე ბოლქვაძის მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კაროლინა პლისკოვა იქნება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები