Belive

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა US OPEN-ის მეორე ეტაპზე გასვლით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან სტარტი აიღო 2019 წლის უკანასკნელმა დიდი სლემის ტურნირმა - ამერიკის ღია პირველობამ, სადაც მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ძირითადი ბადის მე-17 ნომრად საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნა განთესილი. ნიკას მეტოქე პირველ რაუნდში მარტონ ფუქსოვიჩი გახლდათ, რომელიც მისთვის საკმაოდ უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა, შესაბამისად არაა გასაკვირი მოვლენების ისეთი განვითარება, როგორიც ნიკასა და მარტონის შეხვედრაში იყო. დრამატული შეხვედრა თითქმის 4 საათს გაგრძელდა, საბოლოოდ 5-სეტიანი დაპირისპირების გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა. ქართველის მეტოქე მეორე ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში მოხვედრილი ჯენსონ ბრუკსბი იქნება, რომელმაც თავის მხრივ შესანიშნავი პირველი რაუნდის შეხვედრა ჩაატარა, მან საკმაოდ გამოცდილი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. ბასილაშვილმა გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრეში ითამაშა, შესაბამისად მას ანალოგიური შედეგის მიღწევით 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. მეორე ეტაპზე გასვლით ნიკამ 100 000 დოლარი გამოიმუშავა. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები