2022 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, აქტიურ ფაზაშია.
ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის გარდა, TOP 20-ის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.
ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი წრის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს – ენდი მარის დაუპირისპირდა.
სამწუხაროდ ქართველი ჩოგბურთელი პირველივე რაუნდში დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე მონაწილეობისათვის 103,000 ავსტრალიური დოლარი მიიღო, რაც დაახლოებით 74,000 ამერიკული დოლარია.