Belive

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US OPEN-ის მეორე წრეში გასვლით

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან ჩოგბურთის მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. ამერიკულ ტურნეში საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, რომელმაც პირველი წრის შეხვედრაში სებასტიან კორდას წინააღმდეგ 1-სეტზე ოდნავ მეტის ჩატარება მოასწრო, ვინაიდან წაგებული სეტის შემდეგ, მისი მეტოქე ტრავმის გამო დანებდა. ამერიკის ღია პირველობის მეორე ეტაპზე გასვლით ნიკოლოზმა $115,000 გამოიმუშავა. მეორე ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის ოპონენტი მსოფლიო რეიტინგის 151-ე ნომერი, მაქსიმ კრესი იქნება, რომელმაც პირველი ეტაპის შეხვედრა მსოფლიოს მე-12 ჩოგან, პაბლო კარენო-ბუსტას მოუგო.

სხვა სტატიები