რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ის მესამე წრეში გასვლით | მომდევნო მეტოქე ოპელკაა

ახალი კვირიდან ჩოგბურთის მოყვარულებს 2021 წლის რიგით უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობისათვის თვალყურის მიდევნების საშუალება ექნებათ.

ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და გასული წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა, ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.

ამერიკულ ტურნეში საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ასპარეზობს, რომელმაც პირველი წრის შეხვედრაში სებასტიან კორდას წინააღმდეგ 1-სეტზე ოდნავ მეტის ჩატარება მოასწრო, ვინაიდან წაგებული სეტის შემდეგ, მისი მეტოქე ტრავმის გამო დანებდა.

მეორე წრეში ბასილაშვილი რეიტინგის 151-ე საფეხურზე მყოფ მაქსიმ კრესს დაუპირისპირდა, რომელსაც დამაჯერებლად, 3-სეტში სძლია და US Open-ზე მისი კარიერის საუკეთესო შედეგი, მესამე რაუნდში გასვლა, გაიმეორე. აქამდე ნიკას მსგავსი შედეგი 2019 წელს ჰქონდა დაფიქსირებული.

ამერიკის ღია პირველობის მესამე ეტაპზე გასვლით ნიკოლოზმა $180,000 გამოიმუშავა.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, რიგით მე-3 ამერიკელი ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის 24-ე ნომერი რეილი ოპელკა იქნება.

რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა US Open-ის მესამე წრეში გასვლით | მომდევნო მეტოქე ოპელკაა

სტატიის ავტორი
-