Belive

რა თანხა გამოიმუშავა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საოცარი შედეგები დააფიქსირა. 27 წლის ქართველმა ძალოსანმა ოქროს მედალი მოიპოვა და კონკურენტებისთვის კვლავაც მიუწვდომელი დარჩა. ლაშამ დღეს ერთდროულად 3 რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 488 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდია. გარდა ამისა, ატაცის მესამე ცდაზე ქართველმა 223 კილიგრამი ასწია, რაც ასევე რეკორდია. ტალახაძემ ოლიმპიურ თამაშებზე დაფიქსირებული შედეგებით 1,5 მილიონი ლარი გამოიმუშავა. ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მან 1 მილიონი, ოლიმპიური რეკორდისთვის 300 ათასი ლარი, ხოლო მსოფლიო რეკორდის დამყარებისთვის 200 ათასი ლარი მიიღო.

სხვა სტატიები