Belive

რაგბი ევროპამ მამუკაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რაგბი ევროპამ საქართველო-რუმინეთის მატჩის მე-20 წუთზე მომხდარი უსიამოვნო შეჯახების გამო შალვა მამუკაშვილი 5 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც იცით, ქართველმა მორაგბემ რუმინელი იონელ მელინტეს შებოჭვის მცდელობისას შეცდომა დაუშვა. შალვას ხელი მეტოქეს კისერში მოხვდა, რის გამოც მან ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნული უხეშობის გამო "ბორჯღალოსნები" დარჩენილი 60 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ, თუმცა რუმინეთთან უმნიშნველოვანესი გამარჯვება მაინც მოიპოვეს - 28:17. იხილეთ: შალვა მამუკაშვილი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

სხვა სტატიები