Belive

რამაზ სვანაძე: "ეს იყო ყველაზე ცუდი ტაიმი, რაც ოდესმე ჩაგვიტარებია"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სექტემბრის თვეში გამართული ორი ამხანაგური შეხვედრა შეაფასა და პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.

ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ - 2 მატჩი წავაგეთ. მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს", - თქვა რამაზ სვანაძემ.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სტამბოლში თურქეთის წინააღმდეგ - 0:1 დამარცხდა. 

სხვა სტატიები