Belive

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა უიმბლდონის მეორე რაუნდში გასვლით

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირზე უიმბლდონზე ასპარეზობდა. როგორც ჩანს, პირველ რაუნდში დრამატული 5-სეტიანი მატჩის შემდეგ ნიკამ ფიზიკური კონდიციების აღდგენა ვერ მოახერხა და მეორე ეტაპზე ადგილობრივ დანიელ ევანსთან დამარცხდა. მეორე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და 91 417$ გამოიმუშავა. შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს ჰამბურგის ტურნირი იწყება, რომელიც წინა წელს ქართველმა ჩოგბურთელმა ტრიუმფით დაასრულა, მას 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.

სხვა სტატიები