Belive

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დიდი სლემის მესამე რაუნდში გასვლით

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე, კერძოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობს. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ახალგაზრდა ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი გახლდათ, რომელთანაც 4 სეტიან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მეორე რაუნდში ქართველის მეტოქე ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილი მოთამაშე სტეფანოს ტრავალია გახლდათ, რომელთანაც 5 სეტიან დაპირისპირებაში სასურველი შედეგი დააფიქსირა და დიდი სლემის მესამე რაუნდში გავიდა. ნიკოლოზს საკმაოდ რთული მეტოქე ელოდება წინ - სტეფანოს ციციპასი, რომელიც საჩოგბურთო რეიტინგის მე-15 საფერხუზეა გამწესებული. მესამე ეტაპზე გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 112 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.  

სხვა სტატიები