Belive

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე (ქულა + თანხა)

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. მან პირველ წრეში მსოფლიოს მე-12 ნომერი კარენ ხაჩანოვი, ხოლო მეორე რაუნდში კი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რობერტო ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა. ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ამჟამად მის აქტივში 1865 ქულაა, ხოლო მასზე ერთი საფეხურით წინ მყოფ ფაბიო ფონინის ამჟამად 1885 ქულა აქვს. ქართველმა ბაუტისტა-აგუტის დამარცხებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა რეიტინგში წინსვლისათვის, ვინაიდან სწორედ ესპანელი გახლდათ მასზე ერთი საფეხურით მაღლა. ბაუტისტას დამარცხებით ბასილაშვილმა მას 455 ქულა დააკარგვინა და რეიტინგშიც უკან მოიტოვა. რაც შეეხება საპრიზო ფონდიდან გამომუშავებულ თანხას, 1/4-ფინალურ ეტაპზე გასვლით ბასილაშვილმა 75 170$ გამოიმუშავა.

სხვა სტატიები