როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალშია

ეკო გორგოძემ როლან გაროსის კვალიფიკაციის პირველი თამაში დამაჯერებლად მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელი 1/4-ფინალურ შეხვედრაში Wild Card-ის მფლობელ, ლუა ბოასონის (576) დაუპირისპირდა. მეტოქე ეკომ 2 სეტში, 6:2; 6:2 დაამარცხა. გორგოძე 19 წლის ფრანგის წინააღმდეგ დამაჯარებელი იყო – მას საკუთარ ჩაწოდებაზე გეიმი არ წაუგია, მეტოქის დაბრეიკება კი 4-ჯერ მოახერხა. 30 წლის ქართველმა 13 ვინერსი შეასრულა და მხოლოდ 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ლუა ბოასონის მხარეს 32 შეცდომა იყო.

ეკო გორგოძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 109-ე პოზიციას იკავებს, საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ასევე Wild Card-ით მოხვედრილ ფრანგებს, ოუშენ ბაბელისა (654) და ალის რამეს (347) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალშია

სტატიის ავტორი
-