Belive

რომან დოლიძემ განმარტა, თუ რატომ საუბრობს რუსულად

3 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
UFC-ს ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე გულშემატკივრებს განუმარტავს, თუ რატომ საუბრობს ვიდეომიმართვებში რუსულად.
ჩემი მისამართით ხშირია შეკითხვა თუ რატომ ვსაუბრობ რუსულად, რასაც ასევე მოყვება კომენტარი რომ ეს მტრის ენაა. ჩემი პასუხი ყოველთვის არის მტკიცე - უპირველეს ყოვლისა, პატივს ვცემ ყველა ეროვნებას და კულტურას, მჯერა, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლის ხალხს ომი სურს. მნიშვნელოვანია შეგვეძლოს პოლიტიკისა და ხალხის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა. ცხადია, არსებობს ტელევიზიის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის აგრესიული ნაწილი, მაგრამ მოდით ნუ დავემგვანებით მათ! ვიცი, ბევრი რუსი თვლის, რომ მათ უკრაინაში თუ საქართველოში უსამართლოდ ექცევიან, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა - მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საყვარელ უკრაინაში ჩემი მრავალწლიანი ცხოვრების დასაწყისში მხოლოდ რუსულად ვსაუბრობდი, ამ მიზეზით პრობლემა არასოდეს და არავისთან შემქმნია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ვეწინააღმდეგები და ვგმობ სუვერენული სახელმწიფოების მთლიანობაზე თავდასხმას, ვაპროტესტებ ძალადობრივ ქმედებებს ჩვენი ქვეყნების წინააღმდეგ. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია! საქართველო ჩემი სამშობლოა, რომლისთვის სიცოცხლესაც დავთმობ. მაგრამ შეგნებისა და ღირსების გამო არ შემიძლია პოლიტიკური ნიშნით სხვა ერის სიძულვილი".
🇬🇪 ჩემი მისამართით ხშირია შეკითხვა თუ რატომ ვსაუბრობ რუსულად, რასაც ასევე მოყვება კომენტარი რომ ეს მტრის ენაა. ჩემი... Posted by Roman Dolidze on Monday, 15 February 2021

სხვა სტატიები