Belive

რუმინეთის რაგბის კავშირი: "გვჯერა, რომ ლევანი ძალას მოძებნის"

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
რუმინეთის რაგბის კავშირმა გაავრცელა წერილი, რომლითაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს გამოჯანმრთელება უსურვა. როგორც იცით, ქართველი სპეციალისტი სამხრეთ აფრიკაში ყოფნის დროს კორონავირუსით დაინფიცირდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა ძალიან გართულდა.
"ჩვენი დიდი სპორტული დაპირისპირების შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არსებული ღირებულებების: მეგობრობისა და პატივისცემის შესახებ, არ იციან. ვწუხვართ ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაგებული ინფორმაციით. გვსურს, გავამხნევოთ ლევანი და მისი ოჯახი. ქართველებმა თავიანთი ბრძოლისუნარიანობის შესახებ კარგად იციან და ჩვენც გვჯერა, რომ ლევანიც ნახავს ძალას ამ კრიტიკული მდგომარეობის დასაძლევად. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და ერთმანეთს ისევ შევხვდეთ მოედანზე, მატჩზე, რათა კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი ამ ლამაზ სპორტს," - წერია რაგბის კავშირის განცხადებაში, რომლის ავტორი პრეზიდენტი, ალინ პეტრაჩეა.

სხვა სტატიები