Belive

"რუსეთი თუ რასელი?" - BBC ქართველ მოჭიდავესთან დაკავშირებულ გაუგებრობას ეხმიანება

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"ვარჯიშისას თბილად ყოფნა მნიშვნელოვანია, თუმცა ქართველი მოჭიდავე ვერც კი წარმოიდგენდა რომ ჩაცმის სტილის გამო იგი კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ აღმოჩნდებოდა. 13 თებერვალს ორმა ქართულმა სააგენტომ გამოაქვეყნა ფოტო სადაც  საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ვარჯიში იყო ასახული, გაუგებრობა ჯაბა ყველაშვილის ქუდმა გამოიწვია, იგი დაადანაშაულეს რომ ქუდზე წარწერა "Russia" იყო განთავსებული. თუმცა მოგვიანებით ფოტოები წაიშალა და სააგენტოებმა რომელმაც აღნიშნული სიახლე გაავრცელეს ბოდიშიც მოიხადეს, რადგან მოჭიდავემ ქუდის სრული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნათლად იკითხებოდა წარწერა "Russell". ქუდის გამო გამოწვეული აჟიოტაჟი საოცარი სულაც არ არის, გამომდინარე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიიდან. ყველაშვილი თავის პოსტში ასევე მოუწოდებს მედიას რომ "მისცენ თავისუფლად ვარჯიშის საშუალება და სპორტის გაშუქებით დაკავდნენ". - ვკითხულობთ ცნობილი ბრიტანული მედიაგიგანტის საიტზე. BBC-მ ასევე გამოიყენა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მიერ შექმნილი სახალისო შარჟები, რომელიც ამ ფაქტს ეძღვნება.  

სხვა სტატიები