Belive

რუსეთის ჩემპიონატი ოთხმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ლუკა გაგნიძე, ლუკა წულიკიძე, ბექა ქავთარაძე, ილია ბერიშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამიერიდან რუსეთის ჩემპიონატში აღარ ითამაშებენ. ქართველებმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღეს. როგორც ცნობილია, ახლა ისინი ევროპაში იჯარის წესით გადავლენ, აგენტები კი იმაზე იმუშავებენ, რომ რუსეთში დაბრუნება არც ერთ მათგანს აღარ მოუწიოს. შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე "ურალში" თამაშობდა. ის "დინამო მოსკოვის" საკუთრებაა და ეკატირინბურგის გუნდში სათამაშო პრაქტიკისთვის იყო. ასევე "ურალში" ირიცხებოდა ლუკა წულიკიძე, რომელიც რუსეთში სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა. რაც შეეხება ბექა ქავთარაძესა და ილია ბერიშვილს, ისინი რუსეთის მე-2 ლიგაში, "როტორის" რიგებში თამაშობდნენ. ჯერჯერობით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სხვა სტატიები