Belive

საბა ქუმარიტაშვილი პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მოციგავეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა საბა ქუმარიტაშვილმა. ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ქართველი მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ საბა ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ნათესავია. ორივე მათგანის მწვრთნელი ფელიქს ქუმარიტაშვილი (საბას ბაბუა) იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი 2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები