Belive

საბერძნეთს ვეღარ მოვუგეთ - ქართველი წყალბურთელები ფავორიტთან დამარცხდნენ

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ეროვნული გუნდმა მორიგი შეხვედრა საბერძნეთის ნაკრებთან გამართა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა ბერძნების გამარჯვებით, ანგარიშით –  17:10  დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენს გუნდს ამ შედეგით კონტინენტის 12 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, იტალიასთან 18 იანვარს გამართავს.  მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები