Belive

სახილ ალახვერდოვი ევროპის ჩემპიონია!

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა (48 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. სახილ ალახვერდოვმა ფინალურ დაპირისპირებაში ბულგარელ მოკრივე დაამარცხა. დღეს ტურნირზე კიდევ სამი ქართველი მოკრივე იბრძოლებს კონტინენტის ჩემპიონობისთვის. არტიუშ გომციანი (60 კგ) დაუპირისპირდება ესპანელ მეტოქეს, ლაშა გურული (67 კგ) სერბ მოკრივეს შეხვდება, ხოლო გიორგი ყუშიტაშვილი (86 კგ) მასპინძელ, სომეხ სპორტსმენთან გაარკვევს ოქროს მედლის ბედს.

წყარო: 1TV

სხვა სტატიები