Belive

სანდრო დაფრინავს - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მორიგი შთამბეჭდავი თამაში ამერიკაში

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში “სეტონ ჰოლის” შემადგენლობაში ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელი “სეტონ ჰოლის” რიგებში 2017 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან საკმაოდ შთამბეჭდავი კალათბურთის ჩვენება მოახერხა. 3 დეკემბერს გამთენიისას NCAA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, “სეტონ ჰოლი” სეზონის მესამე შეხვედრაში “როდ აილენდთან” ანგარიშით 76:63 დამარცხდა. მიუხედავად განცდილი მარცხისა, ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. “როდ აილენდთან” შეხვედრაში სანდროს ანგარიშზე 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. მამუკელაშვილი ორივე კლუბის მხრიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სწორედ მას ჰქონდა ყველაზე მეტი (25) ქულა.

სხვა სტატიები