სანდრო მამუკელაშვილის 24 ქულა და მორიგი შესანიშნავი მატჩი

NCAA-ის წლის პირველ მატჩში სანდრო მამუკელაშვილის ლიდერობით “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო.

Big East-ის კონფერენციის მორიგ ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა “ბატლერს” უმასპინძლეს და შეხვედრა ანგარიშით 68:60 მოიგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სეტონ ჰოლის” ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზე 38 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა კალათბურთელმა 24 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თამაშიდან მან 14-დან 8 ჩააგდო (2 სამქულიანი), ხოლო საჯარიმო ხაზიდან – 7-დან 6.

 

მამუკელაშვილის 3-ქულიანი ტაიმის მიწურულს.

 


“სეტონ ჰოლი” მორიგ შეხვედრას სტუმრად “კრეიტონთან” გამართავს.

(235)

სანდრო მამუკელაშვილის 24 ქულა და მორიგი შესანიშნავი მატჩი

სტატიის ავტორი
-